|
1947 წელი - მეხუთე ჩემპიონთა ტიტული.ომისშემდეგი პერიოდი.
მეხუთე ჩემპიონთა ტიტული ლივერპულმა ჯორჯ ქეის მეთაურობით 1947 წელს მოიგო.მათ ვულვერჰემპთონს 1 ქულით გაუსწრეს.ამ სეზონის ბოლო მატჩი სწორედ ვულვერჰემპთონთან გასვლა ჰქონდა ლივერპულს.ვულვერჰემფტონს ფრეც კი აწყობდა ჩემპიონობისთვის,მაგრამ ლივერპულმა ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქე ჯეკ ბალმერის და ალბერტ სტაბინზის გოლებით 1 - 2 დაამარცხეს.იმ დროის ლივერპულში ბრწყინავდნენ ; ბილი ლიდელი,ფილ ტეილორი,ბობ პეისლი,ალბერტ სტაბინზი და ჯეკ ბალმერი.
ბილი ლიდელი ლივერპულის "განუყრელი" ფეხბურთელი იყო და ამიტომ მას ზედმეტ სახელიც კი მოუგონეს "ლიდელპულ" - ი.ბილი ლიდელი 1922 წლის 10 იანვარს დაიბადა.ტუნჰილში (შოტლანდია).ლივერპულს 1938 წელს შემოუერთდა "ლოგჩელ ვაიოლეთი" - დან.მისი ძლიერი მხარე იყო დრიბლინგი და ორივე ფეხით უძლიერესი დარტყმები.
|