Liverpool Fc Georgian Fans
კვირა, 2026-04-05, 9:56 AM
Welcome Guest | RSSMain Page | Register | Log in
Site menu
Catalog categories
კლუბის ისტორია [9]
Our survey
გირჩევნიათ წინა საიტს ?
Total of answers: 39
Main » Articles » კლუბის ისტორია

ბილი შენკლის რევოლუცია
 
1959 წელი - ბილი შენკლის რევოლუცია.
 

"თუ შენ პირველი ხარ  - პირველი ხარ,თუ მეორე ხარ - არავინ არ ხარ" - ბილ შენკლი.
1959 წლის 1 დეკემბერს შენკლიმ დატოვა ჰადრესფილდი და ლივერპულთან მოაწერა კონტრაქტს ხელი (ანაზღაურება - 2,500 ფუნტი წელიწადში)

თავის პირველ სეზონში ბილ შენკლიმ გუნდი 3 ადგილზე გაიყვანა (2 დივიზიონი) ეს არცთუ ისე ცუდი შედეგი იყო. 1960 - 61 წლებში გუნდმა კვლავ 3 ადგილი დაიკავა და გაიზარდა უკმაყოფილება დირექციისგან შენკლის მიმართ.ისინი მოითხოვდნენ უფრო კარგ შედეგს,

ამის შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა.გუნდში გადმოვიდნენ მცველები ჯერი ბირნი და იან კელაგანი,ასევე ბომბარდირი როჯერ ჰანტი.ასევე "პრესტონი" - დან ნაყიდი იქნა გორდონ მილნი რომელიც ლივერპულის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო "ჰავბეკად" არის მიჩნეული.თავდასხმაში გონიერი ფეხბურთელი სჭირდებოდა შენკლის და სწორედ ამის გამო მან შოტლანდიიდან იან სენტ - ჯოუნი იყიდა."დანდი იუნაითედი" - დან ნაყიდი იქნა მცველი ჯონ უეთსი.

1961 - 62 წლებში ლივერპულში უამრავი ცვლილება მოხდა.ლივერპული პირველ დივიზიონში დაბრუნდა.

"მე მინდა გავხადო ლივერპული წაუგებელ გუნდად !
მე მინდა ავწიო გუნდის ხარისხი იქამდე რომ ყველა
მეტოქე ჩვენთან შეხვედრისას თქვას : ო ოღონდ ლივერპული არა ! " - ბილ შენკლი.

პირველი დივიზიონში შენკლის გუნდმა 8 ადგილი დაიკავა და ინგლისის ტასში ნახევარფინალს მიაღწია.1963 - 64 წლების სეზონში ლივერპულმა წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია და ჩემპიონთა თასი კიდევ ერთხელ აიღო.შენკლიმ გუნდის ისტორიაში 3 ჯერ გაიყვანა გუნდი ინგლისი თასის ფინალში.

1965 წლის 1 მარტს ლივერპული ინგლისის თასის ფინალში ლიდს იუნაიტედს შეხვდა და დამატებით დროში 2 - 1 გაიმარჯვა.ეს იყო ლივერპულის ისტორიაში პირველი ინგლისის თასი.ამის შემდეგ ლივერპულმა წარუმატებლათ ითამაშა იტალიურ ინტერთან.საბოლოოდ გაირკვა რომ მსაჯი მედიბლისი მისყიდული იყო.

"მსაჯების მთავარი პრობლემა ის არის რომ,მათ იციან წესები და არა თამაში " - ბილ შენკლი

ამის შემდეგ გუნდიდან სენტ-ჯოუნი,ჰანტი,იეტსი და ლოურენსი წავიდნენ.მათ მაგივრად კი გუნდში კლემენსი,ლოიდი,ჰოლი,ჰაივეი და თავდამსხმელი ჯონ ტოშაკი მოვიდნენ.ლივერპულმა კვლავ ვერ შეძლო ინგლისის თასის ფინალში არსენალის დამარცხება და 1 - 2 დამარცხდა.

კევინ კიგანი გახდა ლივერპულის კიდევ ერთი ბრწყინვალე ტრანსფერი."ყოვლის შემძლე ტაგვი" როგორც ფანები ეძახდნენ 35 ფუნტი სტერლინგით ნაყიდი იქნა "სკანტორპ იუნაითედიდან.მისი და ტოშაკის დუეტი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ბრწყინვალე დუეტი იყო.

1972 - 73 წლები ლივერპულისთვის ფანტასტიკური წლები იყო.ჯერ გუნდმა 8 - ედ მოიგო პრემიერლიგა,ხოლო შემდეგ პირველად მიიღო ევროპის ჩემპიონის წოდება - ეუფას თასის მოგებით.1973 - 74 წლებში გუნდმა მეორეჯერ ისტორიაში მოიგო ინგლისის თასი.

1974 წლის 12 ივნისს ბილლ შენკლიმ მოწვეულ კონფერენციაზე მან წარმოადგინა ლივერპულის კიდევ ერთი აღმოჩენა რეი კენედი.ამის შემდეგ კი ლივერპულის ხელმძღვანელობამ განაცხადა შენკლის განცხადება გუნდის დატოვების შესახებ.ეს სიახლე ლივერპულის ფანებისთვის შოკის მომგვრელი გახდა.

Category: კლუბის ისტორია | დამატებულია: Redhearts (2008-02-29) | Author: RedhearT
Views: 595 | Rating: 0.0/0 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
Login form
Search
Site friends
Copyright MyCorp © 2026