|
1974 წელი - ბობ პეიზლი
ბობ პეისლის არასდროს არ გამოუხატია სურვილი ლივერპულის სატავეში ჩადგომის,მაგრამ საბოლოოდ იგი მაინც გახდა ლივერპულის მწვრთნელი.პეისლიმაც იყიდა რამოდენიმე ფეხბურთელი.მათ შორის : მარჯვენა მცველი ფილ ნილი და "ჰავბეკი" ტერი მაკდერმოტი.პეისლიმ აღმოჩენაც კი გააკეთა.მან კენედი მარცხენა მცველის პოზიციაზე დააყენა და საბოლოოდ ეს ფეხბურთელი ამ პოზიციაზე ერთერთი საუკეთესო გახდა.1975 - 76 წლებში პეისლიმ გაიმეორა შენკლის შედეგი 9 - ჯერ მოიგო ლიგის თასი და მეორეჯერ უეფას თასი. პეისლის გუნდი უეფას თასის ფინალში ბრიუგეს შეხვდა.პირველი 12 წუთის განმავლობაში სტუმრები უკვე 2 - 0 - ს იგებდნენ, მაგრამ პეისლიმ თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა და მატჩის ბედი ერთი ცვლილებით გადაწყვიტა.ტოშეკის მაგივრად კეისი გამოუშვა მოედანზე.საბოლოოდ ლივერპული მეორე ტაიმში 5 წუთსი უკვე 3 : 2 - ს იგებდა.1977 წელს ლივერპული კვლავ გავიდა ინგლისის თასის ფინალში მაგრამ მანჩესტერ იუნაითედთან დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგა - ეს ტურნირი იმ დროისთვის წითლებს არ ჰქონდათ მოგებული.ნახევარ ფინალში ლივერპული სანტეტიენს შეხვდა.საბოლოოდ დაამარცხა 3 - 1 და ( გასვლა 1:1) ფინალში გავიდა.ფინალში ლივერპული ჰამბურგს შეხვდა.რომში ოლიმპიკის სტადიონზე 57 000 ადამიანი შეიკრიბა ამ გადამწყვეტი თამაშის სანახავად.ლივერპულელებმა 27 წუთზე გახსნენს ანგარიში (მაკდერმორტი) ჰამბურგის ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში შეძლეს გოლის გატანა.მიუხედავად ამისა 64 წუთზე ლივერპულელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ (სმიტი) საბოლოო წერტილი ამ მატჩში ფილ ნილმა დასვა.თერთმეტმეტრიანიდან ბრწყინვალედ დაარტყა 3 : 1.ბობ პეისლი გახდა არამარტო ლივერპულის არამედ მთლიანი ინგლისის პირველი მწვრთნელი რომელმაც შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის აღება.
სეზონის დასრულების შემდეგ კევინ კიგანი ჰამბურგში გადავიდა.ლივერპულში ენფილდის ახალი ვარსკვლავი ჩამოვიდა.კენი დალგლიში,რომელიც სელტიკიდან 440 ფუნტი სტერლინგის საფასურად იქნა ნაყიდი.1977 წელს ასევე გუნდს სუნესი და ჰანსენი შემოუერთდნენ.
ერთი წლის შემდეგ ლივერპული კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სადაც ბრიუგე დაუპირისპირდა.უემბლიზე 92 000 მაყურებელი შეიკრიბა.მათ ბევრი გოლი ვერ იხილეს.მხოლოდ კენი დალგლიშის მიერ 65 წუთზე გატანილი გოლით ლივერპულმა ისტორიაში მეორეჯერ აიღო ჩემპიონთა ლიგის თასი.1981-82 წლებში ლივერპული კვლავ გახდა ინგლისის უძლიერესი გუნდის წოდების მფლობელი.1982-83 წლებშიც იგივე გაიმეორა.
1981 წელს ლივერპული კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ისტორიაში 3 - ჯერ აიღო ეს ტიტული (რეალის წინააღმდეგ 0 - 1) ტიტული.
1982 - 83 წლებში პეისლი გადადგა თავისი თანამდებობიდან და ლივერპულს სათავეში ჯო ფეგანი ჩაუდგა.1983-84 წლებში ლივერპული კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სადაც იტალიურ რომას დაუპირისპირდა.ძირითადი დრო 1:1 დასრულდა(ფილ ნილი).პენლებში ბრუს გრობელაარის ტრიუკებმა დააბნია რომას ფეხბურთელები და ლივერპულელებმა 4 ჯერ აიღეს ჩემპიონთა ლიგის თასი.ასევე ლივერპულელები პრემიერლიგაშიც პირველები გახდნენ.საუთგემპტონს 3 ქულით გაუსწრეს.
1984-85 წლებში ლივერპულმა პრემიერლიგაში 2 ადგილი დაიკავა.1985 წლის 29 მაისს კი ლივერპული კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში,სადაც იუვენტუსთან 1-0 დამარცხდა(პლატინი).
|