|
1892 - გუნდის შექმნა
1888 წლის 8 სექტემბერს ლივერპულის ევერტონი რომელისთვისაც ენფილდი საკუთარ მოედნან მიიჩნეოდა,შინ იღებდა აკრინგტონს.მაშინ ევერტონში ყველაზე გავლენიანი კაცი ჯონ ჰოულდინგი რომელსაც "ევერტონის მეფე" - ს ეძახდნენ.
ჯონ ჰოულდინგი - ლივერპულის მერი გახდა და ყველაფერს აკეთებდა ევერტონის გასაუმჯოსებლად,მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ევერტონი ახალ სტადიონზე გუდისონ პრაკზე გადავიდა.ხოლო ჰოულდინგს ცარიელი ენფილდი შერჩა.ეს გახდა საბაბი ახალი საფეხბურთო კლუბის "ლივერპული" - ს ჩამოყალიბების.
1992 წლის 15 მარტს (ლივერპულის შექმნის ოფიციალური თარიღი) ჯონ ჰოულდინგის სახლში მოხდა თავშეყრა და გადაწყდა რომ შეიქმნებოდა ახალი საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" და ამ გუნდის სტადიონი ენფილდი იქნებოდა.ჰოულდინგს გვერდში ამოუდგნენ უილიამ ბარკლეი და ჯონ მაკენა.
1892 წლის მარტში ბარკლეიმ და მაკენმა დააფორმირეს ახალი კლუბი რომლის შემადგენლობაში შოტლანდიელები გამოჩნდნენ. 1892 წლის 1 სექმტემბერს ლივერპულმა არსებობის ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა როტერჰემ თაუნთან და გაიმარჯვა 7 -1.ლივერპულის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი კი მალკოლმ მაკუინი გახდა.
დამატებით :1894 წელს ლივერპულმა ცისფერი ფორმები შეცვალეს წითელი ფორმები და 1901 მაისურზე გამოჩნდა ყველასთვის ცნობილი "ლაივრბორდი"ქალაქის სიმბოლო.
ლივერპული ცდილობდა მეორე ლიგაში გადასვლას მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.1992 - 93 წლებში ლივერპულმა თამაში ლანკშირის ლიგაში დაიწყო.ამ ლიგის მოგების შემდეგ ლივერპულელებმა ქალაქის თასიც მოიგეს ევერტონთან 2 - 0 და მეორე ლიგაში გადასვლისთვის დადებითი პასუხი მიიღეს.
1893 წლის 2 სექტემბერს ლივერპულმა თავის ისტორიაში პირველ ოფიციალურ მატჩში "მიდლსბრო აირონოპოლისთან" 2 - 0 გაიმარჯვა.ამის შემდეგ ლივერპულმა "ნიუტონ ჰიტ" (მანჩესტერ იუნაიტედი) 2 - 0 დაამარცხა და მოიპოვა უფლება გამოსულიყო პირველ დივიზიონში.მაგრამ დიდი ყურადღების მიპყრობა მაინც ვერ შეძლეს და დატოვეს პირველი დივიზიონი.ამის შემდეგ ლივერპული კვლავ დაბრუნდა პირველ დივიზიონში 1895 -96 სეზონში.
|