Liverpool Fc Georgian Fans
კვირა, 2026-04-05, 7:51 PM
Welcome Guest | RSSMain Page | Register | Log in
Site menu
Catalog categories
კლუბის ისტორია [9]
Our survey
გირჩევნიათ წინა საიტს ?
Total of answers: 39
Main » Articles » კლუბის ისტორია

1901 - პირველი ტიტული
 
1901 - პირველი ტიტული.ამაღლება და დაცემა.
 
პირველი ტიტული ლივერპულელებმა 1900 - 01 წლებში მოიგო,როდესაც გუნდმა სანდერლენდს 2 ქულით.მაშინ ლივერპულის მწვრთნელი ტომ უოტსონი იყო.ამ ტიტულამდე 5 წლით ადრე ლივერპულმა პირველად თავის ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი 10 - 1 როტერჰემ თაუნთან ( 1896წ. 18 თებერვალი) ერთერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენი ლივერპულის ისტორიაში გახდა ალექს რასიბეკი.იმ წლის "ჩემპიონი" გუნდის (ლივერპულის) შემადგენლობა ასეთი იყო :
პერკინს - ჯონ რობერტსონი,დანლეპ,ჰოლდი,რაისბეკი,უილსონ,სატერთსვეიტი,უოკერი,კოქსი,რეიბოულდი,ტომ რობერტსონი.
სეზონი 1900 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და ლივერპულმა პირველი მატჩი "ბლექბერნ" - ს 3 - 0 მოუგო.20 000 მაყურებელმა იხილა ლეგენდარული ლივერპულის ფეხბურთელების ტომ რობერტსონის,სატერთსვეიტის და სემი რეიბოულდის გოლები.შემდეგ მოდის მოგება გასვლაზე სთოუქ სიტისთან.პრემიერლიგის ბოლო მატჩი ლივერპულმა" ვესთბრომვიჩ" -თან ჩაატარა და ეს მატჩი ლივერპულისთვის ოქროს გამარვება აღმოჩნდა.მათ მეტოქე მინიმალური სხვაობით 0 - 1  გაიმარჯვა (გოლის ავტორი : ჯონ უოკერი)
5 წლიანი პაუზის შემდეგ წითლებმა პრემიერლიგა 1906 წელს მოიგეს.1914 წელს ლივერპულმა ინგლისის თასის ფინალში მიაღწია მაგრამ "ქრისტალ პალასის" ყოფილ სტადიონზე ( დასწრება : 72,778 ადამიანი) ბარნსლისთან 0 - 1 დამარცხდა.
1913 წელს ლივერპულის შემადგენლობაში დებიუტი ირლანდიელ "გიგანტს" ელაიშა სკოთს  ჰქონდა (გადმოიყვანეს ბელფასტის სელტიკიდან).იმ დროს დერბში ლივერპულსა და ევერტონს შორის მთავარი დაპირისპირება იყო ლივერპულელ სკოთსა და ევერტონელ დიქსი დინას შორის.
1922 წელს ლივერპულმა 3 ჯერ აიღო პრემიერლიგის თასი (ლივერპული პირველი ადგილი - 57,ტოტენჰემი - 51,ბარნსლი - 49) და მეოთხე კი შემდეგ წელს 6 ქულის ფორით აიღო.მაშინ ლივერპულის მწვრთნელი დევიდ აშვორტი იყო.მისი წასვლის შემდეგ გუნდს სათავეში მეტ მაქუინი ჩაუდგა.
1928 წელს ლივერპულის სახელგანთქმული ტრიბუნა "ქოპი" გადიდებული და გადახურული იქნა,ხოლო მთელი სტადიონის ტევადობა 28 000 მაყურებლამდე გაიზარდა.
ამ წლების შემდეგ ლივერპულმა თასის აღება 13 წლის განმავლობაში,1947 წლამდე ვერ შეძლო.ამ წლებს წარუმატებელ წლებად მოიხსენიებენ ლივერპულელები.გორდონ ჰოდსონმა ლივერპულის რიგებში პირველი ბომბარდირული რეკორდი დაამყარა,მაგრამ დიდი ხნის შემდეგ ეს რეკორდი 1962 წელს როჯერ ჰანტმა მოხსნა
Category: კლუბის ისტორია | დამატებულია: Redhearts (2008-02-29) | Author: RedhearT
Views: 661 | Rating: 0.0/0 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
Login form
Search
Site friends
Copyright MyCorp © 2026