ინგლისური “ლივერპული”, შესაძლოა, ახალი მეპატრონის ხელში გადავიდეს. The Observer-ის ცნობით, მერსისაიდული გრანდის ამერიკულ მფლობელებს – ჯორჯ ჯილეტსა და ტომ ჰიკსს უკვე შეუვიდათ წინადადება საინვესტიციო ჯგუფ Dubai International Capital-ისგან, რომელიც კლუბში 500 მილიონ გირვანქას იხდის. ცნობილია, რომ ამერიკელი ბიზნესმენები “ლივერპულის” სტადიონში დიდი ინვესტიციის შემდეგ ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ. ჯილეტსა და ჰიკსს თებერვლამდე 350-მილიონიანი ვალი აქვთ დასაფარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრობლემებს ვერ აცდებიან. თუკი ამერიკელებმა Dubai International Capital-ის წინადადება მიიღეს, ისინი ვალს დაფარავენ და თითოეულ მათგანს 75 მილიონი გირვანქაც შერჩება.
ნანახია: 618 - ჯერ | დამატებულია: LIVERPOOL_NIKA - მიერ | Rating: 0.0/0 |
me magalitad minda ro iyidos am kacma liverpooli! imoto ro liverpoolis tavgadakluli fania da fuli ar sheenaneba fexburtelebis sayidlad! es gileti da xiksi magari gorebi arian marto fulis keteba undat klubi magra kidiat! torresis fuli rogor gaimetes dgemde mikvirs! me ro miliardeli viyo ra gaascorebda mtels fuls liverpoolze davxarjavdi!