|
|
 |
Main » სიახლეები
ინგლისის "ლივერპულის" ესპანელი თავკაცი რაფა ბენიტესი, ოქტომბრის თვის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. გასულ თვეში, მერსისაიდელებმა 4 საჩემპიონატო შეხვედრა ჩაატარეს და ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ბენიტესის გაპირველებაც სწორედ ამან გამოიწვია. "აღიარებამ ძალიან გამახარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ. იმედი მაქვს, გაზაფხულის მიწურულისთვის პირადი და გუნდური ტიტულებიც ბევრი გვექნება" - განუცხადა ბენიტესმა Sky Sports-ის ჟურნალისტს
|
ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ფორვარდი ფერნანდო ტორესი მისი “ჩელსიში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემს შესახებ არაერთი ჭორი მოვისმინე, მაგრამ “ლივერპულის” დატოვება ჩემს გეგმებში არ შედის. აქ გადმოსვლას ყველაზე სწორ ნაბიჯად მივიჩნევ. გუნდში ბევრი ესპანელი ფეხბურთელი თამაშობს, ესპანელი მწვრთნელი გვხელმძღვანელობს და გარდა ამისა, მსოფლიოში საუკეთესო კაპიტანი გვყავს. ასე რომ, აქ ყველა პირობა მაქვს შექმნილი განვითარებისთვის და სხვა კლუბები არ მაინტერესებს” – აცხადებს 24 წლის თავდამსხმელი, რომელიც “ლივერპულის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს და მერსისაიდელთა მაისურით დღემდე ჩატარებულ 40 მატჩში მის ანგარიშზე 29 გოლი ირიცხება.
|

ფერნანდო ტორესი დღეს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს ტოტენჰემის წინააღმდეგ. რაფელ ბენიტესმა ბევრი ცვლილება მოახდინა შემადგენლობაში.
მარცხენა ფლანგზე ანდრეა დოსენა ითამაშებს ფაბიო აურელიოს ნაცვლად, ფილიპ დეგენი კი ხანგრძლივი ტრამვის შემდეგ დაბრუნდება და ალვარო არბელოას შეცვლის მარჯვენა ფლანგზე. ცენტრში კი დამიენ პლესისი ითამაშებს.
მთლიანი შემადგენლობა კი ასეთია:
Cavalieri, Degen, Agger, Hyypia, Dossena, El Zhar, Lucas, Plessis, Babel, Ngog, Torres. Subs: Gulacsi, Riera, Darby, Insua, Benayoun, Carragher.
|
დღეს ლივერპულის მწვრთნელმა მისი გუნდის მეტოქეები გააფრთხილა, რომ ტორესი ტრამვის შემდეგ საუკეთესო ფორმით დაბრუნდება.
" მისი მწყობრში ყოფნა გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "
" მან ეს სეზონი ისე კარგად ვერ დაიწყო როგორც წინა, მაგრამ ახლა იგი დასვენებულია და ჩვენ გვჯერა, რომ იგი თავისი საუკეთესო თამაშით დაგვიბრუნდება. "
" ჩვენ მის გარეშე მოვახერხეთ და ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ახლა ტორესიც გვყავს გამოჯანმრთელები და ძლიერი. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. "
" ტორესის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი წამყვანი ფეხბურთელების დასვენება შეგვეძლება. ეს დასვენება მათ გამოადგებათ. "
|
ესპანელი ახალგაზრდა თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა მადრიდის ატლეტიკოში.თუმცა იქიდან წამოვიდა და მერსესაიდულ ლივერპულში გადმობარგდა.იგი ბრწყინვალედ გამოიყურება გუნდში და მსოფლიოს ერთერთი წამყვანი თავდამსხმელიცაა.თუმცა მან გამოთქვა სურვილი რომ ატლეტიკოში დაბრუნდეს."დიახ,მე ვგრძნობ რომ იქ რაღაც დაუსრულებელი დამრჩა,ამიტომ ერთ დღესაც იქ აუცილებლად დავბრუნდები.არ ვგეგმავ ახლო მომავალში სადმე გადასვლას,თუმცა მოვა დრო და მე ესპანეთში კვლავ დავბრუნდები რათა გუნდდთან ერთად შევასრულო ის რისი გაკეთებაც მსურდა."
|
ხავიერ მასკერანო , Javier Mascherano მას შემდეგ რაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებს სათავეში დიეგო არმანდო მარადონა ჩაუდგა,გუნდში მან ცვლილებების განხორციელება დაიწყო.როგორც დღეს გაირკვა მარადონას შეთავაზებას,რომ იყოს მასკერანო არგენტინის ახალი კაპიტანი,ლივერპულელიც დათანხმდა."მე მას ვესაუბრე და ავუხსენი თუ რას ვფიქრობ მასზე.ასევე ისიც ვუთხარი რომ გუნდს იგი ძალიან ჭირდება და ჭირდება მისი კაპიტნობაც.ამის შემდეგ კი იგი ამ შეთავაზებაზე დამთანხმდა " -განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.
|
ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში "ლივერპული" "ტოტნენჰემს" სტივენ ჯერარდისა და რობი კინის გარეშე დაუპირისპირდება. "მერსისაიდელთა" თავკაცი რაფაელ ბენიტესი მათ დასვენებისა და "ბოლტონთან" საპრემიერლიგო შეხვედრისთვის კარგად მომზადების საშუალებას მისცემს. ბრიტანული საინფორმაციო წყაროების მტკიცებით, არ არის გამორიცხული, რომ ბენიტესმა იგივეს უფლება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს მისცეს - ხოსე რეინას, დირკ კუიტს, ხავიერ მასკერანოს, დანიელ აგერსა და ალბერტ რიერას. სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შანსს მიიღებენ სემი ჰიიპია, ჯერმენ პენანტი, ლუკას ლეივა, დავიდ ნგოგი და დამიენ პლესი. "მთელი სეზონს შეუსვენებლად ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ჩაატარებს. სწორედ ამიტომ ჩვენ "ტოტენჰემთან" ჯერარდსა და კინს დავასვენებთ. ალბათ, სხვა ფეხბურთელებსაც მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, ჯერარდსა და კინთან ერთად კიდევ ვის მოუწევს დასვენება", - აცხადებს ბენიტესი. თანაგუნდელებისგან განხვავე
...
მეტის წაკითხვა
|
ინგლისის "ლივერპულის" კარის დარაჯ ხოსე რეინას აზრით, შესაძლოა, მის გუნდს, პრემიერლიგაში გაჩემპიონებაში ხელი ფეხბურთელთა გამოუცდელობამ შეუშალოს, რომელთაც აღნიშნულ ასპარეზობაში არასოდეს გაუმარჯვიათ. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. "უკვე 18 წელია პრემიერლიგა არ მოგვიგია და ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ეს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ. ჩვენი მთავარი კონკურენტები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" კი, პირიქით, გამოცდილი მებრძოლები არიან, რადგან ბოლო წლებში, მათ ტიტული არაერთხელ მოიპოვეს. ცხადია, ეს ფაქტორი მათ უპირატესობას ანიჭებთ" - ამბობს რეინა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 12 ტურის შემდეგ, "ლივერპულს" 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება.
|
პრიმერაში საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა ვალენსიას, თუმცა ბოლო თამაშებია ღამურები ვერ იგებენ. მეტიც წინა ტურში საეთოდაც წააგო ვალენსიამ და თან საკუთარ მოედანზე. ხოლო ხუთშაბათს კი უეფას თასზე, ასევე საკუთარ მესტალიაზე მხოლოდ ფრეს დასჯერდა. ესპანურ პრესაზე დაყრდნობით ვალენსია აპირებს ინგლისური ლივერპულიდან იყიდოს თანამემამულე ხაბი ალონსო. ვალენსიას სურს გაძლიერდეს და ისინი მას აპირებენ ალონსოთი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში ღამურებს საჩემპიონო ამბიციები აქვთ და ამ წუთისათვის ისინი მეოთხე პოზიციაზე არიან და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ბარსელონას.
|
ლივერპულის 9 ნომერი დღეს ვესთბრომვიჩის წინააღმდეგ სათადარიგო სკამზე იქნება. სრული შემადგენლობა კი ასეთია :
Reina, Arbeloa, Aurelio, Agger, Carragher, Mascherano, Gerrard, Kuyt, Benayoun, Riera, Keane. Subs: Cavalieri, Hyypia, Torres, Alonso, Babel, Insua, El Zhar.
| |
|
 |
| Calendar |
| « აპრილი 2026 » |
| კვ |
ორ |
სმ |
ოთ |
ხთ |
პრ |
შბ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
|