ლივერპულის ირლანდიელმა მცველმა ფინანმა და ესპანელმა ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ გამართეს პრეს კონფერენცია. ფინანი რა თქმა უნდა ინტერი არ არის იოლად დასამარცხებელი გუნდი მათთან მოგება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ თუ ვითამაშებთ ისე როგორ ვთამაშობდით წინა სეზონებში მაშინ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგებს. თვლის ირლანდიელი მცველი. "ჩვენ ბოლო წლებში ვერ ვიგებთ ინგლისის პრემიერ ლიგას მაგრამ ინტერი ითვლება იტალიის ჩემპიონატის ლიდერათ. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მინდა გავიხსენო 2005 წლის ჩემპიონთა ლიგა სადაც ყველა თვლიდა რომ ფავორიტები იყვნენ "იუვენტუსი", "ჩელსი", მილანი..... მაგრამ ამ გუნდებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო და ვერ დაგვამარცხა ჩვენ აცხადებს ფინანი." "ჩვენ თუ გავედით მოედანზე ისეთი ძლებით და თუ ვითამაშეთ ისე როგორც წინა სეზონებში ვთამაშობდით მაშინ აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს და ყველა გუნდს გაუჭირდება თამაში ჩვენს წინააღმდეგ." ხაბი ალონსო ხაბი ალონსო ფინანთან შედარებით სხვა აზრს გამოთქვამს. "ჩვენ ძალზე ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და მემგონი ჩემი აზრით არ უნდა გაგვიჭირდეს ამ გუნდთან წარმატების მიღწევა. მე ძალიან ბევრი ვიცი ამ გუნდის შესახებ.მე ამ გუნდის თამაშებს ვაკვირდები მას შემდეგ როდესაც მოგვიწია ეს მილანური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. აცხადებს ესპანელი". წინა წელს ჩვენ 1/8 ფინალში მოგვიწია კატალონიური კლუბი "ბარსელონა" ხოლო ამ წელს კი ჩვენ ვეთამაშებით ამ მშვენიერ მილანის გუნდ ინტერს. სწორედ ეს მატჩი იქნება ყველაზე სერიოზული და დაძაბული. ჩვენ კვლავ გვსურს მივაღწიოთ გამარჯვებას და სასურველ შედეგებს და თუ ასეც მოხდა და მივაღწიეთ წარმატებებს ამ გუნდთან მატჩებში იქნება ძალიან კარგი აცხადებს ლივერპულის ცენტრალური ნახევარმცველი ხაბი ალონსო. ლივერპული ინტერის მატჩი სედგება 19 თებერვალს სამშაბათს თბილისის დროით 23.45 წუთზე. წყარო ლივერპულის ოფიციალური ვებ გვერდი. www.liverpoolfc.tv
|