|
მოგეხსენებათ რომ სამშაბათს გაიმართება ლივერპული ინტერის მატჩი,რომელშიც ლივერპულის არგენტინელ ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს თავისი ტანამემამულეების : ერნან კრესპო,ნიკოლას ბურდისო,ხავიერ ზანეტის და ხულიო კრუზის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
მასკერანო : ""ეს თამაში პირადად ჩემთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია,იმიტომ რომ ბევრ ჩემ ტანამემამულეებთან მომიწევს თამაში,მაგრამ რა თქმა უნდა ყველანი ვეცდებით რომ ჩვენი გუნდისათვის გამარჯვება მოვიპოვოთ და თავი არ დავზოგოთ.ჩემი ოცნებაა რომ ლივერპული კვლავ მოხვდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში,მაგრამ ამისათვის უპირველესყოვლისა ინტერი უნდა დავამარხოთ.ინტერი დღესდღეობით ერთერთი უძლიერესი გუნდია და ჩემპიონტა ლიგის ფინალის ერთერთი კანდიდატი.მაგრამ არანაკლებ ძლიერები ვართ ჩვენ.მე მჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება !
|