ლივერპულის მოთამაშეები,ისევე როგორც გულშემატკივრები,არიან ეიფორიაში ინტერთან ლიგის მერვედფინალში გამარჯვების შემდეგ. კარაგერმა მოუწოდა თავის გუნდელებს ყურადღება მიექციათ შიდა ჩემპიონატისთვის ინტერთან საპასუხისმგებლო მატჩამდე... "ჩვენ მოგველის 3 ან 4 მატჩის ჩატარება ინტერამდე და უბრალოდ აუცილებელია შედეგების მიღწევა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოგვცემს შემდეგ სეზონში..."-თქვა მცველმა "ჩვენ ველოდით რთულ მატჩს ინტერთან და კარგადაც დავიწყეთ, თამაშის ბოლოს ამან შედეგიც გვაჩვენა..."-თქვა კარამ... "ვთვლი,რომ ინტერი შესანიშნავად იცავდა თავს,მაგრამ ჩვენ შევძელით დაგვეძლია მათი წინააღმდეგობა და გაგვეტანა ორი გოლი.კლუბში ყველა გახარებულია ამ შედეგით,მაგრამ ვფიქრობ,რომ გუნდს უფრო რთული თამაშi ელის გასვლაზე..."-შენიშნა ჯიმიმ... "მე მინდოდა,რომ კიდევ ერთი გოლი გაგვეტანა,მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის ,რომ ჩვენი კარი ხელშეუხებელი დავტოვეთ..." "თუ ჩვენ მოვიგებდით ანგარიშით 1:0 ასეთ შედეგსაც სიხარულით მივიღებდით,მაგრამ სტივიმ გაიტანა შესანიშნავი გოლი,რამაც მხოლოდ გააუნჯობესა ჩვენი მდგომარეობა..." დიდი ყურადღება დაუთმო კარაგერმა გულშემატკივრებს,რომლებმაც თავისი მხარდაჭერის წყალობით არანაკლები როლი შეასრულეს, და კიდევ ერთმა ევროპულ გრანდს წითლებისგან დამარცხება განაცდევინეს... "ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავად წარმოაჩენდენ თავს ჩემპიონთა ლიგაზე. ესე იყო ყოვეთვის და იქნება კიდევაც სანამ კლუბი იარსებებს..."-თქვა ლივერპულის ვიცე კაპიტანმა... "მე მგონია,რომ პირველი 15-20 წუთი ჩვენ შევძელით შეგვეშინებინა ინტერი, რაშიც არანაკლები როლი შეასრულეს გულშემატკივრებმა..." "ლივერპულის გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს,რომ მსოფლიოში საუკეთესონი არიან..." ბოლოს განაცხადა კარამ
|