მილანური კლუბის სასურველი ანგარიშით დამარცხებამ რაფა ბენიტესი უზომოდ გაახარა და ემოციები არც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დაუმალავს :
"შეხვედრის წინ ვთქვი რომ ლივერპული კრიზისში არაა და ამის დასამტკიცებლად ინტერი ჩინებული კატალიზატორია მეთქი.ჰოდა როგორც დაინახეთ ჩემი გუნდი ისევ ძველებურად ძლიერად თამაშობს და ნერაძური ისე დაამარცხა, რომ მეტოქეს ერთი მომენტიც კი არ შეაქმნევინა.ალბათ ამის შემდეგ არავის მოუბრუნდება ხელი იმის დასაწერად, რომ ლივერპული ღრმა კრიზისშია და ვითარებიდან გამოსავალი ჩემი წასვლა გახლავთ. მიუხედავად იმისა რომ 2-0 გავიმარჯვეთ,განმეორებით შეხვედრაში არამც და არამც არ უნდა მოვდუნდეთ. მეორე რაუნდის მატჩამდე სამი კვირაადარჩენილი და ძალიან მაგრად მოვემზადებით"
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 527 - ჯერ | დამატებულია: lasha_gerrard - მიერ | Rating: 0.0/0 |