|
რაფაელ ბენიტესმა განაცხადა,რომ ფერნანდო ტორესის გაჩერება არსენალის მცველებს ძალიან გაუჭირდებათ.
რაფა : არსენალის ფეხბურთელებმა იციან,თუ რა ბრწყინვალე ფორმაშია ფერნანდო ტორესი და მას მოერიდებიან,მაგარამ ძნელი სათქმელია თუ როგორ შეაჩერებენ მას.ფერნანდომ იცის,რომ თუ გუნდი კარგად თამაშობს იგი უფრო მეტ გოლს იტანს.ის ბრწყინვალე ფორვარდია და ნებისმიერი გუნდის მცველებს უჭირთ მისი შეჩერება.ატლეტიკოში მას უკან დახევა უწევდა რათა ბურთი მიეღო,ლივერპულში კი ამისთვის მას ჟერარდი და დირკ კუიტი ეხმარებიან,ამიტომ არის მისი შედეგები ასეთი მაღალი.
რაფას მასკერანოზეც კითხეს.
რაფა : მასკერანო ხვალისთვის მზად იქნება და იგი ძირითად შემადგენლობაში იქნება.მასკერანოც კარგ ფორმაშია და მისი დაბრუნება ძალზედ წაადგება გუნდს.
ასევე ჯერ გაურკვეველია ვინ ითამაშებს ალვარო არბელოა თუ ფაბიო აურელიო.
რაფა : ჩვენ ამას მალე გადავწყვეტთ მაგრამ ამას პრესას არ შევატყობინებთ.
|