|
მარტინ შკრტელმა განაცხადა, რომ მას ძალიან მოწონს ლივერპულში თამაში.
შკრტელი ლივერპულმა ზენიტიდან გადმოიყვანა და ამ ტრანსფერმა ალბათ ყველასთვის მოულოდნელად გაამართლა.
შკრტელი : " მე ძალიან მომწონს აქაურობა და ვთვლი რომ კარგი სეზონი მქონდა" " მსურს,რომ ლივერში რაც შეიძლება დიდი ხანი ვიყო. აქ იმდენი ავტოგრაფი დავარიგე რამდენიც მთელი კარიერის განმავლობაში არ დამირიგებია. "
ალბათ ყველა ლივერის ფანმა იცის თუ როგორი თამაშის სტილი აქვს შკრტელს. მას ხისტი თამაში უყვარს.
შკრტელი : " დიახ მე მიყვარს ხისტი თამაში. მცველი ვარ და ეს ბუნებრივია. ყველანაირად ვცდილობ, რომ მოწინააღმდეგემ ჩვენს კარში ბურთი არ გაიტანოს. მე მესმის ფანების რეაქცია როდესაც ვართმევ ბურთს მოწინააღმდეგეს ეს ჩემზე დადებითად მოქმედებს. მე ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს მხარდაჭერისთვის.მე მომწონს ინგლისური ფეხბურთის სტილი. ვფიქრობ, რომ სწორედ ჩემ სტილში ზის. მიყვარს მოწინააღმდეგესთან ფიზიკური ბრძოლა. "
|