|
რაფაელ ბენიტესმა კმაყოფილება გამოთქვა თავის ფეხბურთელების მიმართ და აღნიშნა, რომ წინა სეზონში ესეთ თამაშებს ან ვაგებდით ან ფრით ვამთავრებდით.
წითლები 1-0 აგებდნენ 85 წუთამდე, მაგრამ ჯემი კარაგერის და სტივენ ჯერარდის გოლების წყალობით ურთულესი მატჩი მოგებით შემოაბრუნეს.
" კარაგერი ბრწყინვალედ ითამაშა. მან მისთვის უჩვეულო ადგილიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ჯერარდმა კი დაგვანახა, რომ 100%-ით მზადაც, რომ არ იყოს მას შეუძლია თამაში შეცვალოს. "
" წინა სეზონში ესეთ თამაშებს სახლში ან ვაგებდით ან ფრით ვამთავრებდით, მე დიდად მიხარია, რომ ამ სეზონში ეს უსიამოვნო სტატისტიკა დავარღვიეთ. ეს კარგი მესიჯია ფანებისთვის. "
" ჩვენ გაგვიჭირდა. მე მომეწონა გუნდის პირველი ტაიმის 15 წუთის თამაში. შემდეგ ჩვენ მოვეშვით, ისინი კი ჩვენს შეტევებს აკონტროლებდნენ. "
" მათ კარგი გოლი გაიტანეს. მე მეგონა, რომ ძნელი იყო ამ თამაშის შეცვლა. მაგრამ ჩვენ სამი მცველით ვითამაშეთ და ამან გაამართლა. "
|