Liverpool Fc Georgian Fans
ოთხშაბათი, 2026-04-08, 11:14 AM
Welcome Guest | RSSMain Page | Register | Log in
Site menu
Blog sections
ვიდეოები
ლივერპულის ვიდეოები
სურათები
ლივერპულის სურათები
მიმოხილვები
მატჩის მიმოხილვები
სიახლეები
სიახლეები ლივერპულზე
Our survey
გირჩევნიათ წინა საიტს ?
Total of answers: 39
Main » სიახლეები
რაფაელ ბენიტესმა ჟურნალისტებს 5 წუთი დაუთმო. მან მარადონას ვიზიტზე დღევანდელ თამაშზე და ახალ კონტრაქტზე ილაპარაკა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს მოაწერთ ხელს. რა მოხდა გუშინ ?

"მე ტომ ჰიქსმა დამირეკა. იგი და ჯორჯ ჯილეტი შეთანხმებულები იყვნენ. ძალზედ კარგი საუბარი გვქონდა და კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზეს. მე მაშინვე თანხმობა განვაცხადე. ჩვენ მალე უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი რადგან გუნდი პროგრესირებს და მხოლოდ გუნდზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. შემპირდნენ, რომ შემდეგ კვირას დამეკონტაქტებოდნენ და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება. " ... მეტის წაკითხვა

Category: სიახლეები | Views: 498 | Added by: RedhearT | Date: 2008-11-08 | Comments (1)


ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი მომავალ კვირაში გაახანგრძლივებს კონტრაქტს კლუბთან. რაფას კონტრაქტი გაფორმდა 2004 წელს და მას ვადა გაუდის წელიწადნახევარში. ლივერპულის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ესპანელ სპეციალისტს კონტრატქს კიდევ უფრო გაუხანგრძლივებენ.

სწორედ რაფას მისვლის შემდეგ დაეტყო ლივერპულს ხელი. სწორედ ბენიტესმა გაიყვანა გუნდი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მისდა სამწუხაროდ ერთი მოიგო და ერთიც წააგო, ბედის ირონიაა რადგან ორივე ფინალური მატჩი ლივერპულს მილანთან ჰქონდა. 48 წლის ვალენსიას ყოფილმა მწვრთნელმა მერსისაიდელებს ინგლისის ლიგის თასიც მოაგებინა. წელს კი პრემიერ ლიგაში ლიდერობენ და ჩემპიონობას აპირებენ.

Category: სიახლეები | Views: 517 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-07 | Comments (3)


ინგლისის “ლივერპულის” ნახევარმცველმა ანდრეა დოსენამ აღიარა, რომ მისი სათამაშო ფორმა სრულყოფილისგან ძალიან შორს დგას.
ამის შესახებ ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება.
“ჩემი სათამაშო დონით უკმაყოფილო ვარ. 18 თვის წინ, არც კი შემეძლო მევარაუდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვითამაშებდი. “ლივერპულის” რიგებში ნებისმიერი ტურნირის მოგების შანსი მაქვს. “უდინეზეს” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მხრივ პრობლემა არ მქონდა, მაგრამ აქ ძალიან დიდი კონკურენციაა. ამჟამად, სათამაშო ფორმის გაუმჯობესება მჭირდება, რათა აურელიოს “ძირითადში” ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუგო. კარგად ვიცი, რომ “ლივერპულში” ყოფნა ჩემს პროფესიონალურ ზრდას ხელს შეუწყობს” – განაცხადა დოსენამ.
27 წლის იტალიელი ფეხბურთელი “ლივერპულში” მიმდინარე სეზონის წინ “უდინეზედან” გადავიდა და გუნდის რიგებში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
2007 წლიდან მოყოლებული იტალიის ეროვნულ გუნდში მ ... მეტის წაკითხვა
Category: სიახლეები | Views: 547 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-07 | Comments (0)


ინგლისის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის აზრით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა დიეგო მარადონამ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც კაპიტნის სამკლავური ხავიერ მასკერანოს გადასცა.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Northampton Chronicle იუწყება.
“მასკერანოს კაპიტნის ყველა თვისება აქვს. ვთვლი, რომ ეროვნული გუნდის კაპიტნობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საპასუხისმგებლო და საპატიო მისიაა. მითუმეტეს, ისეთ ნაკრებში როგორიც არგენტინაა” – აღნიშნა ბენიტესმა.
19 ნოემბერს არგენტინელები ამხანაგურ შეხვედრას გლაზგოში შოტლანდიასთან ჩაატარებენ და მარადონამ მომავალ თამაშში გუნდის გაძღოლა სწორედ მასკერანოს ანდო.
“ლივერპულის” 24 წლის ნახევარმცველი არგენტინის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს და გუნდის რიგებში ჩატარებულ 45 მატჩში მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.
Category: სიახლეები | Views: 445 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-07 | Comments (0)


ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “ლივერპულის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი გამოჯანმრთელდა და შაბათს პრემიერლიგაში “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ მოედანზე გასასვლელად მზად არის.
ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.
ტორესმა ტრავმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ბელგიასთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში მიიღო.
ამის გამო, 24 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” შემადგენლობაში 5 გოლი გაიტანა, სამი კვირა გამოტოვა.
ესპანელი ფორვარდი ინგლისურ კლუბში 2007 წლიდან გამოდის და 39 მატჩში 29 გოლი გაიტანა.
საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში იგი 2003 წლიდან ასპარეზობს და 57 შეხვედრაში მეტოქის კარი 17-ჯერ აიღო.
Category: სიახლეები | Views: 533 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-06 | Comments (2)

პეპე რეინამ განაცხადა, რომ ვარჯიშებზეც კი სტივენ ჯერარდის დარტყმულ თერთმეტმეტრიანს ვერ იღებს.

სტივენ ჯერარდმა წინა ორ მატჩში პორთსმუთთან და ატლეტიკოსთან უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანები გაიტანა. ესპანელი მეკარე პეპე რეინა ცნობილია, როგორც თერთმეტმეტრიანების სპეციალისტი. მან განაცხადა, რომ მასაც უჭირს სტივენ ჯერარდის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანის აღება.

" სტივენ ჯერარდმა ბრწყინვალედ დაარტყა 90 წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი ატლეტიკოს წინააღმდეგ და ქულა მოგვაპოვებინა. "

... მეტის წაკითხვა

Category: სიახლეები | Views: 508 | Added by: RedhearT | Date: 2008-11-06 | Comments (5)

ალბერტ რიერამ დღეს ინტერვიუში თავისი თანაგუნდელები გაამხნევა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევის დიდი სურვილი გამოთქვა.
წითლებს მხოლოდ ერთი ქულაღა აკლიათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის. წითლებმა გუშინ ატლეტიკოსთან 1-1 ითამაშეს და ჯგუფში ატლეტიკოსთან ერთად 8 - 8 ქულით ლიდერობენ. 
 
ესპანელმა ნახევარმცველმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ გუნდი ყველანაირად ეცდება, რომ მარსელი და პსვ დაამარცხოს.
 
" გუშინდელმა ფრემ ჩვენ მნიშვნელოვანი ქულა მოგვიპოვა. "
" ჩვენ ვიცოდით, რომ მოგებით შემდეგ ეტაპზე გადავიდოდით, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა. მიუხედავად ამისა ... მეტის წაკითხვა
Category: სიახლეები | Views: 504 | Added by: RedhearT | Date: 2008-11-05 | Comments (2)


ინგლისის “ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩში, "ენფილდზე" მადრიდის “ატლეტიკოსთან” 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, ესპანელთა კარში დანიშნული პენალტი საკამათო იყო.
ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
“პენალტი მართლაც საკამათო იყო, მაგრამ იმ ეპიზოდში ბურთთან პირველი მე აღმოვჩნდი. ყოველივე საჯარიმოს გარეთ რომ მომხდარიყო, არბიტრი წესების დარღვევას მაინც დააფიქსირებდა და ეს მომენტი, ასეთი განხილვის საგანი აღარ გახდებოდა. მატჩის პირველი ნახევარი “ჩავაგდეთ”. ჩვენ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, მეორე ტაიმში კი მოვუმატეთ. საბოლოოდ, ამან ნაყოფი გამოიღო და შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, “ლივერპულმა” მეტოქის კარის მიმართულებით 22-ჯერ დაარტყა. მიუხედავად ამისა, რაღაც მომენტში ვფიქრობდით, რომ ანგარიშის გათანაბრებას ვერ შევძლებდით” - განაცხადა ჯერარდმა.
გასულ შეხვედრაში, “ლივერ ... მეტის წაკითხვა
Category: სიახლეები | Views: 503 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-05 | Comments (3)

 
დღეს ინგლისურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაფაელ ბენიტესის სატრანსფერო ჩამონათვალში სტივ დაუნინგი მეორე ადგილზეა.

ლივერპულს სურს, რომ გუნდში მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელი მოიყვანოს. ასეთი სწორედ გარეტ ბარი და სტივ დაუნინგი არიან. უკვე რამოდენიმე თვიან "ჭიდილს" ასტონვილასთან გარეტ ბარიზე ბოლო არ უჩანს. რაფას მეორე ვარიანტი კი სტივ დაუნინგია.

წითლები ასევე დაინტერესებულნი არიან ალბერტო რიერას შეძენაში. მაგრამ უახლოესი ინგლისური პრესის ცნობით რაფაელ ბენიტესის ყურადღება სტივ დაუნინგზეა გადატანილი.

სტივ დაუნინგს ადრე ... მეტის წაკითხვა

Category: სიახლეები | Views: 537 | Added by: RedhearT | Date: 2008-08-24 | Comments (0)

 
რაფაელ ბენიტესმა კმაყოფილება გამოთქვა თავის ფეხბურთელების მიმართ და აღნიშნა, რომ წინა სეზონში ესეთ თამაშებს ან ვაგებდით ან ფრით ვამთავრებდით.

წითლები 1-0 აგებდნენ 85 წუთამდე, მაგრამ ჯემი კარაგერის და სტივენ ჯერარდის გოლების წყალობით ურთულესი მატჩი მოგებით შემოაბრუნეს.

" კარაგერი ბრწყინვალედ ითამაშა. მან მისთვის უჩვეულო ადგილიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ჯერარდმა კი დაგვანახა, რომ 100%-ით მზადაც, რომ არ იყოს მას შეუძლია თამაში შეცვალოს. "

" წინა სეზონში ესეთ თამაშებს სახლში ან ვაგებდით ან ფრით ვამთავრებდით, მე დიდად მიხარია, რომ ამ სეზონში ეს უსიამოვნო სტატისტიკა დავარღვიეთ. ეს კარგი მესიჯია ფანებისთვის. "

< ... მეტის წაკითხვა

Category: სიახლეები | Views: 491 | Added by: RedhearT | Date: 2008-08-23 | Comments (2)

« 1 2 3 4 ... 14 15 »
Login form
Calendar
«  აპრილი 2026  »
კვ ორ სმ ოთ ხთ პრ შბ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
Search
Site friends
Copyright MyCorp © 2026