კატეგორია
ვიდეოები
ლივერპულის ვიდეოები
სურათები
ლივერპულის სურათები
მიმოხილვები
მატჩის მიმოხილვები
სიახლეები
სიახლეები ლივერპულზე
გამოკითხვა
გირჩევნიათ წინა საიტს ?
Total of answers: 39
Main » 2008 » ნოემბერი » 11 » ჯერარდის გარეშე და ტორესთან ერთად
ჯერარდის გარეშე და ტორესთან ერთად
1:53 PM

ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში "ლივერპული" "ტოტნენჰემს" სტივენ ჯერარდისა და რობი კინის გარეშე დაუპირისპირდება. "მერსისაიდელთა" თავკაცი რაფაელ ბენიტესი მათ დასვენებისა და "ბოლტონთან" საპრემიერლიგო შეხვედრისთვის კარგად მომზადების საშუალებას მისცემს.
ბრიტანული საინფორმაციო წყაროების მტკიცებით, არ არის გამორიცხული, რომ ბენიტესმა იგივეს უფლება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს მისცეს - ხოსე რეინას, დირკ კუიტს, ხავიერ მასკერანოს, დანიელ აგერსა და ალბერტ რიერას. სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შანსს მიიღებენ სემი ჰიიპია, ჯერმენ პენანტი, ლუკას ლეივა, დავიდ ნგოგი და დამიენ პლესი.
"მთელი სეზონს შეუსვენებლად ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ჩაატარებს. სწორედ ამიტომ ჩვენ "ტოტენჰემთან" ჯერარდსა და კინს დავასვენებთ. ალბათ, სხვა ფეხბურთელებსაც მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, ჯერარდსა და კინთან ერთად კიდევ ვის მოუწევს დასვენება", - აცხადებს ბენიტესი.
თანაგუნდელებისგან განხვავებით, სულ სხვა პრობლემა აწუხებს ფერნანდო ტორესს. მას პირიქით, ტრავმით გამოწვეული 5-კვირიანი იძულებითი დასვენების გამო, ფორმის აღდგენა სჭირდება.
"ტოტენჰემთან" ფერნანდოს აუცილებლად ვათამაშებ. ამდენი ხნის უქმობის შემდეგ, მას საოცრად უნდა მოედანზე გასვლა და გოლების გატანა. თუკი ექიმები ნებას მოგვცემენ, მას საერთოდ ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ", - ესეც ბენიტესის კომენტარია.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 499 - ჯერ | დამატებულია: lasha_liverpool - მიერ | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
კვ ორ სმ ოთ ხთ პრ შბ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძიება
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2026