|
რაფაელ ბენიტესმა დღეს ისაუბრა 21 წლის ნახევარმცველის რაიან ბაბელის შესახებ.
რაფა : როცა მე ვლაპარაკობ ბაბელზე მე ყოველთვის ავღნიშნავ,რომ ვან პერსისაც,არიენ რობენსაც და ბერკამპს თითქმის 2 წელი დასჭირდათ ბოლომდე გახსნილიყვნენ ინგლისში.ის ძალიან კარგად ვარჯიშობს და ცდილობს ისწავლოს,მისი გამოცდილი თანაგუნდელებისგან.ასევე ლუკას ლეივაც,მასაც დრო სჭირდება მთლიანად გახსნისთვის.როცა შენ გყავს რაიანის ნაირი ან ლუკასის ნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელები,მათ რაც შეიძლება ბევრი თამაში უნდა მისცე,რადგან სხვა დიდი კლუბი დაინტერესდება ამ ფეხბურთელით და მის გადაბირებას დააპირებს.ჩვენ დანიელ აგერი როცა ჩამოვიყვანეთ ლივერპულში ფანებს ეჭვი ეპარებოდათ მასში,მაგრამ გავიდა დრო და იგი ერთერთი საუკეთესო გახდა კლუბში.აიაქსში რაიან ბაბელი თავდასხმაში თამაშობდა,მაგრამ აიაქსის ტაქტიკა მაშინ 4 - 3 -3 იყო,მაგრამ ეხლა ჩვენ 4 - 4 -2 ტაქტიკა გვაქვს და ბაბელს მემგონი არ გაუჭირდება ამასთან შეგუება.ჩვენ კარგად ვიცით რომ ბაბელს თავდასხმაში უყვარს თამაში,მაგრამ მისთვის უკეთესი იქნება თუ ამ პოზიციაზე დაეხმარება გუნდს.შეიძლება მომავალში რაიანი ჩვენი თავდამსხმელიც გახდეს,მაგრამ მანამდე ამ პოზიციაზე თამაში კარგად უნდა შეისწავლოს.
|