ახლახან გავრცელდა ინფორმაცია,რომ ლივერპულის არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ხვალ ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს ! იგი გუნდთან ერთად მილანში დღეს ჩავიდა და როგორც ჩანს ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის.ხვალ ასევე ჯემი კარაგერის 100 - ე მატჩს ჩაატარებს ევროტურნირებზე.როგორც ჩანს ლივერპულს მხოლოდ ირლანდიელი სტივ ფინანი დააკლდება.
რაც შეეხება ინტერს,შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაგიმოვიჩი ითამაშებს,ხოლო კივუს თამაში კი კიდევ ეჭვქვეშაა.
ლივერპულის მთლიანი შემადგენლობა (სავარაუდოდ) : რეინა, არბელოა, აურელიო, ჰუუპია, შკრტელი, კარაგერი, რიისე, პენანტი, ჟერარდი, მასკერანო, ალონსო, ბაბელი, ბენაიუნი, ლუკასი, კრაუჩი, კუიტი, ტორესი, იტანჟე.