|
|
 |
Main » 2008 » მარტი » 20
მერსისაიდული “ლივერპული” სეზონის დასკვნით ნაწილს ბრწყინვალედ ატარებს. გუნდი, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე პრემიერლიგაში კარგად გამოიყურება და ლოგიკურიცაა, რომ რაგა ბენიტესს მადა ჭამაში მოუვიდა. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი შეიძლება საჩემპიონო ბრძოლაშიც ჩაერთოს. უახლოეს კვირას “ლივერპულს” მეტად პრინციპული მატჩი ელის “მანჩესტერ იუნაიტედთან” და ბენიტესის აზრით, სწორედ ამ შეხვედრის შედეგი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
- ძალიან საინტერესოა, როგორ ჩავამთავრებთ სეზონს. მთელი სეზონი გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ნახავთ სად ვიქნებით 3-4 კვირის შემდეგ. მნიშვნელოვანი მატჩები გველის და თუ გავიმარჯვებთ, საჩემპიონო ბრძოლაშიც ჩავერთვებით. პირველ რიგში, “მანჩესტერი” უნდა დავამარცხოთ, რაც ყველაფერთან ერთად, დამატებით რწმენას შეგვმატებს. ამავე დროს, კარგად მესმის, რომ ამაზე ბევრი არ უნდა ვისაუბროთ, - ამბო
...
მეტის წაკითხვა
|
დღეს არის ლივერპულის შეტევის სულის და გულის , 2007 წლის ყველაზე ძვირადღირებული და პრემიერლიგის 2008 წლის საუკეთესო ფორვარდის ფერნანდო ტორესის დაბადების დღე… იგი ჯერ სულ რაღაც 24 წლის გახდა და უკვე რა დონეზეა რა გაიზრდება ეგეც წარმოიდგინეთ. ვულოცავ აქედან დაბ.დღეს და ვუძღვნი ვიდეოს რომელშიც შესულია მისი პრემიერლიგის 10 გოლი თავისი ღვინოს სმით და თავისი ექსპერტების შეფასებით…მგონი შესაბამისი ვიდეოა ღვინოცაა და გოლებიც ( ქალებზე ბოდიში ეხა )
მე პირადად ტორესს ლიგაში წარმატებებს და პრემიერლიგის ბომბარდირობას ვუსურვებ ...
|
ლივერპულის მარჯვენა მცველმა ალვარო არბელოამ განაცხადა,რომ მანჩესტერ იუნაითედის დაცვას ძალიან გაუჭირდება ფერნანდო ტორესისა და სტივენ ჟერარდის შეჩერება.
არბელოა :
"ჩემი აზრით ტორესი ბევრ პრობლემას შეუქმნის მანჩესტერს და დიდი იმედი მაქვს,რომ იგი თავის მორიგ გოლს გაიტანს.ის და სტივენ ჟერარდი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან,და გუნდისთვისაც ძალიან კარგია ესეთი ფეხბურთელების ურთიერთგაგება.
"რაც შეეხება მანჩესტერ იუნაითედის ლიდერს კრისტიანო რონალდუს იგი ბრწყინვალე ფეხბურთელი და დიდი ტექნიკის მქონე ფეხბურთელია.მისი გაჩერება ძალიან ძნელია,მაგრამ ლივერპულს გამოცდილი დაცვა ყავს კარაგერი,ჰუუპია და აურელიო.ისინი მართლაც,რომ ბრწყინვალედ გამოიყურებიან."
...
მეტის წაკითხვა
|
ლივერპულის 7 ნომერს ჰარი კიუელს კონტრაქტი სეზონის დამთავრებისას ეწურება.ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ,რომ ჰარი კიუელს ლივერპულში დარჩენა არ სურდა,მაგრამ ეს ჭორები არ გამართლდა.ჰარი კიუელმა Dრეს განაცხადა,რომ ის დიდა მოხარული იქნება თუ ლივერპულში თამაშს განაგრძობს.იგი ეხლა ავსტრალიის ნაკრებთან ერთად სიგნაპორთან მეგობრული მატჩისთვის ემზადება.
კიუელი :
"მე კონტრაქტი სეზონის ბოლოს მიმთავრდება,მაგრამ მე უნდა ვიბრძოლო მორიგი კონტრაქტისთვის.ჩემთვის კარგი იქნება თუ რამოდენიმე თამაში ვითამაშებ ძირითად შემადგენლობაში.მე უბრალოდ უნდა ვითამაშო ჩემი საუკეთესო თამაში.ეხლა ჩემთვის ცოტა რთული პერიოდია,მაგრამ მე ამას გავუძლებ."
|
როგორც უკვე იცით ლივერპულის რეზერვები ამერიკაში დალასის თასზე გამოდიან.მათ სამ გამართულ მატჩში 3 - ივე მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
გუშინ ლივერპულის რეზერვებმა იაპონურ გუნდს 9 - 0 მოუგეს.გოლები: კლეინ ლინდფილდი (2),რეი პუთერილი (2),ემილიანო ინსუა (2),მიკელ სან ხოსე,რაიან ფლინი,ჟერარდო ბრუნა.
|
დღეს 20 მარტს ლივერპულის ესპანელი თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის დაბადების დღეა.მას დღეს 24 წელი შეუსრულდა.
| |
|
 |
|