დღეს ხავიერ მასკერანომ კომენტარი მისცა ლივერპულის ოფიციალურ საიტს და განაცხადა,რომ იგი გაკვირვებულია მსაჯის ესეთი გადაწყვეტილებით.
მასკერანო : "მე კვლავ ვერ გამიგია,რატომ გამაგდო მსაჯმა.მე სიტყვიერი შეურაცყოფაც კი არ მიმიყენებია მასთვის.უბრალოდ მე მას ვკითხე თუ რა მოხდა,მან კი წითელი ბარათი ამომიღო.ამან ძალიან განმაცვიფრა.მე ლივერპულის ფეხბურთელებს ბოდიშს ვუხდი,რადგან ჩვენი დამარცხების ძირითადი მიზეზი მაინც ჩემი გაგდება იყო."
მასკერანო შემდეგ მატჩს ევერტონთან გამოტოვებს და ამიტომ იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და არგენტინის ნაკრებს შეუერთდა.