ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრა 14 მარტს თბილისის დროით 16 საათზე გაიმართება შვეიცარიის ქალაქ ნიონში.
14 მარტს გასამართ კენჭისყრაზე გაირკვევა როგორც 1/4 ფინალური წყვილები, ასევე ისიც, თუ რა გზის გავლა მოუწევთ კლუბებს ფინალამდე მისასვლელად. ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე უკვე აღარ არსებობს არანაირი შეზღუდვა და ნებისმიერი გუნდი შეიძლება შეხვდეს ნებისმიერს, მათ შორის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელსაც. კენჭისყრის შედეგად ასევე გაირკვევა, თუ რომელი 1/2 ფინალური წყვილში გამარჯვებული ჩაითვლება მოსკოვში გასამართი ფინალის მასპინძლად.
1/4 ფინალში ჯერჯერობით გავიდა 7 გუნდი სწორედ დღეს გადაწყდება თუ რომელი გუნდი გავა 1/4 ფინალში ლივერპული თუ ინტერი
1/4 ფინალში გასული გუნდები გახლავთ: ბარსელონა, რომა, ფენერბაჰჩე, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, შალკე.
ნანახია: 539 - ჯერ | დამატებულია: LIVERPOOL_NIKA - მიერ | Rating: 0.0/0 |