|
პეპე რეინამ განაცხადა, რომ ვარჯიშებზეც კი სტივენ ჯერარდის დარტყმულ თერთმეტმეტრიანს ვერ იღებს.
სტივენ ჯერარდმა წინა ორ მატჩში პორთსმუთთან და ატლეტიკოსთან უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანები გაიტანა. ესპანელი მეკარე პეპე რეინა ცნობილია, როგორც თერთმეტმეტრიანების სპეციალისტი. მან განაცხადა, რომ მასაც უჭირს სტივენ ჯერარდის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანის აღება.
" სტივენ ჯერარდმა ბრწყინვალედ დაარტყა 90 წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი ატლეტიკოს წინააღმდეგ და ქულა მოგვაპოვებინა. "
" მან 5-იდან 5 თერთმეტმეტრიანი გამიტანა ვარჯიშზე. "
რეინამ აღნიშნა, რომ ლივერპული არასდროს არ ნებდება და ეს ატლეტიკოს წინააღმდეგაც დაამტკიცა გუნდმა.
|