ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში "ლივერპული" "ტოტნენჰემს" სტივენ ჯერარდისა და რობი კინის გარეშე დაუპირისპირდება. "მერსისაიდელთა" თავკაცი რაფაელ ბენიტესი მათ დასვენებისა და "ბოლტონთან" საპრემიერლიგო შეხვედრისთვის კარგად მომზადების საშუალებას მისცემს.
ბრიტანული საინფორმაციო წყაროების მტკიცებით, არ არის გამორიცხული, რომ ბენიტესმა იგივეს უფლება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს მისცეს - ხოსე რეინას, დირკ კუიტს, ხავიერ მასკერანოს, დანიელ აგერსა და ალბერტ რიერას. სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შანსს მიიღებენ სემი ჰიიპია, ჯერმენ პენანტი, ლუკას ლეივა, დავიდ ნგოგი და დამიენ პლესი.
"მთელი სეზონს შეუსვენებლად ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ჩაატარებს. სწორედ ამიტომ ჩვენ "ტოტენჰემთან" ჯერარდსა და კინს დავასვენებთ. ალბათ, სხვა ფეხბურთელებსაც მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, ჯერარდსა და კინთან ერთად კიდევ ვის მოუწევს დასვენება", - აცხადებს ბენიტესი.
თანაგუნდელებისგან განხვავე
...
მეტის წაკითხვა