ინგლისის "ლივერპულის" ესპანელი თავკაცი რაფა ბენიტესი, ოქტომბრის თვის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
გასულ თვეში, მერსისაიდელებმა 4 საჩემპიონატო შეხვედრა ჩაატარეს და ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ბენიტესის გაპირველებაც სწორედ ამან გამოიწვია.
"აღიარებამ ძალიან გამახარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ. იმედი მაქვს, გაზაფხულის მიწურულისთვის პირადი და გუნდური ტიტულებიც ბევრი გვექნება" - განუცხადა ბენიტესმა Sky Sports-ის ჟურნალისტს