Liverpool Fc Georgian Fans
ორშაბათი, 2026-04-06, 10:45 PM
Welcome Guest | RSSMain Page | Register | Log in
Site menu
Blog sections
ვიდეოები
ლივერპულის ვიდეოები
სურათები
ლივერპულის სურათები
მიმოხილვები
მატჩის მიმოხილვები
სიახლეები
სიახლეები ლივერპულზე
Our survey
გირჩევნიათ წინა საიტს ?
Total of answers: 39
Main » 2008 » ნოემბერი » 07

ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი მომავალ კვირაში გაახანგრძლივებს კონტრაქტს კლუბთან. რაფას კონტრაქტი გაფორმდა 2004 წელს და მას ვადა გაუდის წელიწადნახევარში. ლივერპულის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ესპანელ სპეციალისტს კონტრატქს კიდევ უფრო გაუხანგრძლივებენ.

სწორედ რაფას მისვლის შემდეგ დაეტყო ლივერპულს ხელი. სწორედ ბენიტესმა გაიყვანა გუნდი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მისდა სამწუხაროდ ერთი მოიგო და ერთიც წააგო, ბედის ირონიაა რადგან ორივე ფინალური მატჩი ლივერპულს მილანთან ჰქონდა. 48 წლის ვალენსიას ყოფილმა მწვრთნელმა მერსისაიდელებს ინგლისის ლიგის თასიც მოაგებინა. წელს კი პრემიერ ლიგაში ლიდერობენ და ჩემპიონობას აპირებენ.

Category: სიახლეები | Views: 516 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-07 | Comments (3)


ინგლისის “ლივერპულის” ნახევარმცველმა ანდრეა დოსენამ აღიარა, რომ მისი სათამაშო ფორმა სრულყოფილისგან ძალიან შორს დგას.
ამის შესახებ ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება.
“ჩემი სათამაშო დონით უკმაყოფილო ვარ. 18 თვის წინ, არც კი შემეძლო მევარაუდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვითამაშებდი. “ლივერპულის” რიგებში ნებისმიერი ტურნირის მოგების შანსი მაქვს. “უდინეზეს” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მხრივ პრობლემა არ მქონდა, მაგრამ აქ ძალიან დიდი კონკურენციაა. ამჟამად, სათამაშო ფორმის გაუმჯობესება მჭირდება, რათა აურელიოს “ძირითადში” ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუგო. კარგად ვიცი, რომ “ლივერპულში” ყოფნა ჩემს პროფესიონალურ ზრდას ხელს შეუწყობს” – განაცხადა დოსენამ.
27 წლის იტალიელი ფეხბურთელი “ლივერპულში” მიმდინარე სეზონის წინ “უდინეზედან” გადავიდა და გუნდის რიგებში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
2007 წლიდან მოყოლებული იტალიის ეროვნულ გუნდში მ ... მეტის წაკითხვა
Category: სიახლეები | Views: 546 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-07 | Comments (0)


ინგლისის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის აზრით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა დიეგო მარადონამ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც კაპიტნის სამკლავური ხავიერ მასკერანოს გადასცა.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Northampton Chronicle იუწყება.
“მასკერანოს კაპიტნის ყველა თვისება აქვს. ვთვლი, რომ ეროვნული გუნდის კაპიტნობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საპასუხისმგებლო და საპატიო მისიაა. მითუმეტეს, ისეთ ნაკრებში როგორიც არგენტინაა” – აღნიშნა ბენიტესმა.
19 ნოემბერს არგენტინელები ამხანაგურ შეხვედრას გლაზგოში შოტლანდიასთან ჩაატარებენ და მარადონამ მომავალ თამაშში გუნდის გაძღოლა სწორედ მასკერანოს ანდო.
“ლივერპულის” 24 წლის ნახევარმცველი არგენტინის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს და გუნდის რიგებში ჩატარებულ 45 მატჩში მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.
Category: სიახლეები | Views: 444 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-07 | Comments (0)


ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “ლივერპულის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი გამოჯანმრთელდა და შაბათს პრემიერლიგაში “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ მოედანზე გასასვლელად მზად არის.
ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.
ტორესმა ტრავმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ბელგიასთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში მიიღო.
ამის გამო, 24 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” შემადგენლობაში 5 გოლი გაიტანა, სამი კვირა გამოტოვა.
ესპანელი ფორვარდი ინგლისურ კლუბში 2007 წლიდან გამოდის და 39 მატჩში 29 გოლი გაიტანა.
საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში იგი 2003 წლიდან ასპარეზობს და 57 შეხვედრაში მეტოქის კარი 17-ჯერ აიღო.
Category: სიახლეები | Views: 532 | Added by: lasha_liverpool | Date: 2008-11-06 | Comments (2)

Login form
Calendar
«  ნოემბერი 2008  »
კვ ორ სმ ოთ ხთ პრ შბ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
Search
Site friends
Copyright MyCorp © 2026