|
რაფაელ ბენიტესმა ჟურნალისტებს 5 წუთი დაუთმო. მან მარადონას ვიზიტზე დღევანდელ თამაშზე და ახალ კონტრაქტზე ილაპარაკა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს მოაწერთ ხელს. რა მოხდა გუშინ ?
"მე ტომ ჰიქსმა დამირეკა. იგი და ჯორჯ ჯილეტი შეთანხმებულები იყვნენ. ძალზედ კარგი საუბარი გვქონდა და კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზეს. მე მაშინვე თანხმობა განვაცხადე. ჩვენ მალე უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი რადგან გუნდი პროგრესირებს და მხოლოდ გუნდზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. შემპირდნენ, რომ შემდეგ კვირას დამეკონტაქტებოდნენ და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება. "
ძალზედ კარგი სიახლეა თქვენთვის არა ?
" დიახ. მე იქ ვარ სადაც მინდა ყოფნა. მე ბედნიერი ვარ აქ და ვგრძნობ, რომ გუნდი ძალზედ ძლიერ და ყოველ მატჩში უმატებს. კიდევ პროექტი არსებობს ახალი სტადიონისა. მე მინდა, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყო. "
რაც შეეხება გუნდს. თქვენმა გუნდმა ტოტენჰემთან და ატლეტიკოსთან ქულები დაკარგა. ცოტა ხო არ შეარყია ამან თქვენი ფეხბურთელების რწმენა ?
" ვფიქრობ, რომ ჩვენ შედეგებს თუ შეხედავ იტყვით "კარგია" და არა "საუკეთესო." გუნდი კარგად თამაშობდა ტოტენჰემთან და ამ მატჩის წაგება წარმოუდგენლად მოულოდნელი იყო. ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ მე გაკვრივებული ვიყავი თუ რამდენად ალაპარაკდა დადებულ პენალტზე ესპანური პრესა. ჩვენ ვიცით, რომ საკამათო პენალტი იყო, მაგრამ ჯამში ჩვენი გუნდი უფრო კარგად თამაშობდა. ჩვენ ვუტევდით და უფრო მეთი შანსი გვქონდა - ვფიქრობ 22 საგოლე მომენტი გვქონდა ხოლო მათ 7. ვფიქრობ ორივე მატჩში მოგებას ვიმსახურებდით. "
ფიქრობთ თუ არა, რომ ფერნანდო ტორესის დაბრუნების შემდეგ შეტევაში ახალი დიდი ძალა დაგემატებათ ?
"დიახ რა თქმა უნდა. მას ბევრი გოლის გატანა შეუძლია ეს მან წინა სეზონში დაამტკიცა. უფრო გაგვიადვილდება შეტევა და უფრო მეტ მომენტებს შევქმნით. მე კმაყოფილი ვარ კუიტის, ნგოგის და კინის თამაშითაც. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს."
დიეგო მარადონა გუშინ მელვუდში იყო მოსული. როგორ შეხვდნენ მას ფეხბურთელები ?
" რთული იყო მასთან დალაპარაკება რადგან ჩვენი "ვარსკვლავები" მოდიოდნენ და მისგან ავტოგრაფებს ითხოვდნენ. ამის შემდეგ 15 ფეხბურთელი მოვიდა და მასთან ფოტოს გადაღების სურვილი გამოთქვეს, იგი დათანხმდა და ყველანი კმაყოფილები დავრჩით მისი ვიზიტით. "
|